ზუგდიდში, ყოფილი საავადმყოფოს ჩასახლებაში მცხოვრებ დევნილებს სასურსათე პროდუქტები გადასცეს
ზუგდიდში, ყოფილი რაიონული საავადმყოფოს ჩასახლებაში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ორგანიზებით, პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტი გადაეცათ.
სასურსათე კალათების გადაცემის პროცესს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესის საბჭოს თავმჯდომარე – ჯემალ გამახარია და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე – მალხაზ თორია დაესწრნენ.
“სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში გრძელდება სხვადასხვა სოციალურად დაუცველი ჯგუფებისთვის სასურსათო პროდუქტის დარიგება. ამჯერად, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ორგანიზებით, დევნილ ოჯახებს გადაეცემათ დახმარება. ეს პროცესი გრძელდება და ყველა მოქალაქეს, ვისაც მსგავსი დახმარება სჭირდება, ჩვენ გვერდით დავუდგებით. რეგიონის მასშტაბით, უკვე გაიცა 15000 ოჯახზე სასურსათე პროდუქტი და ეს პროცესი გრძელდება”, – განაცხადა მალხაზ თორიამ.