ირაკლი ბერაია: საქართველოსა და ბრიტანეთს შორის ხელმოწერილი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების ნათელი დადასტურებაა
„საქართველოსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობა არის ძალიან მაღალ ნიშნულზე”, – აღნიშნულის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ განაცხადა.
მისი თქმით, ბრიტანეთი და საქართველო სტრატეგიული პარტნიორები არიან, რომელთაც საერთო ღირებულებები და გამოწვევები აერთიანებთ.
„ჩვენ გვაერთიანებს საერთო ღირებულებები და, ასევე, გვაქვს საერთო ხასიათის გამოწვევები, როგორიც არის რუსეთის უკანონო ქმედებები ჩვენი ქვეყნების წინააღმდეგ, მაგალითად. ისეთები, როგორიცაა დეზინფორმაცია და კიბერთავდასხმები, მიზანმიმართული მკვლელობები როგორც ბრიტანეთში, ასევე, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონეში. ჩვენს ქვეყნებს აქვთ საერთო პრიორიტეტები, როგორებიცაა დემოკრატიის დაცვა, ადამიანის უფლებების დაცვა, ძლიერი ნატო ისევე, როგორც მშვიდობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა”, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.