უჩა ნანუაშვილი: ოკუპირებული ტერიტორიები არანაირად არ არის მომზადებული პანდემიასთან ბრძოლისთვის

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ დამფუძნებლის, ყოფილი სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის განცხადებით, ოკუპირებული ტერიტორიები პანდემიასთან ბრძოლისთვის მომზადებული არ არის.

მისივე თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულებაა.

“კვალიფიცირებული პერსონალი არ არსებობს, მხოლოდ რამდენიმე პროფესიონალის იმედად არის მთელი რეგიონი დარჩენილი. ცალკე პრობლემა არის ის, რომ სამედიცინო ინვენტარი, პრაქტიკულად, არ არსებობს რეგიონში. ოკუპირებული ტერიტორიები არანაირად არ არის მომზადებული პანდემიასთან ბრძოლისთვის. სამედიცინო დაწესებულებებში ვითარება არის კრიტიკული. რამდენიმე ექიმმა ერთი კვირის წინ მომსახურებაზე უარი განაცხადა, რადგან მათ საჭირო აღჭურვილობა არ გააჩნდათ. განწყობა არის საკმაოდ უარყოფითი იქ მაცხოვრებელი ქართველების მიმართ. ფონი არის საკმაოდ დისკრიმინაციული. ცდილობენ,  პანდემია გამოიყენონ, როგორც ერთგვარი საფუძველი დისკრიმინაციისთვის”, – აღნიშნა უჩა ნანუაშვილმა.

ცნობისთვის, ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსის სამი დადასტურებული შემთხვევაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები