ბიზნესმენმა ბეგლარ სიორიძემ ოზურგეთში 50 ოჯახს, რომელსაც დახმარება სჭირდებოდა, პროდუქტები მიუტანა

კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, გურიის რეგიონში მოსახლეობისთვის სურსათის გადაცემა გრძელდება. ამჯერად, სასურსათო პაკეტები, ოზურგეთში მოწყვლადი ჯგუფის 50 ოჯახს ბიზნესმენმა ბეგლარ სიორიძემ გადასცა.

სიორიძემ მარტოხელა ხანდაზმულებს, მრავალშვილიან და სოციალურად დაუცველ ოჯახებს სურსათი სახლში მიუტანა.

“მას შემდეგ, რაც აღარ გახლავართ საჯარო მოხელე, დავბრუნდი ბიზნესში და დღეს ჩემს ოჯახთან ერთად ვაგრძელებ სამეწარმეო საქმიანობას. მთავრობის მიერ იქნა მიღებული გადაწყვეტილება საშეღავათო პერიოდისა, რომელიც კონკრეტულად ბიზნესს ეხება, ამიტომ ჩვენ თავი ვალდებულად ჩავთვალეთ, რომ გაგვემართა ეს საქველმოქმედო აქცია.

მინდა, ერთი ინიციატივის შესახებ გავაჟღერო, როდესაც ჩვენს ქვეყანაში ეპიდემია დასრულდება, მოვუწოდებ ყველა ოზურგეთელ მეწარმეს, გავერთიანდეთ და შევქმნათ ოზურეგეთელ მეწარმეთა კავშირი, რათა არა მხოლოდ ინფექციის გავრცელების პერიოდში, არამედ პანდემიის დასრულების შემდეგაც დავეხმაროთ შეჭირვებულ ოჯახებს. ვფიქრობ, თვეში რამდენიმე ოჯახს რომ დავეხმაროთ, ძალიან კარგი იქნება”, -განაცხადა სიორიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები