“თბილისის ზღვის ჰოსპიტალში” კორონავირუსზე 17 პაციენტი გამოიკვლიეს, 16 პაციენტის პასუხი უარყოფითია, ერთის კვლევა კი გრძელდება

“თბილისის ზღვის ჰოსპიტლის” კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანლის, მარეხი ბექაიას განცხადებით, კორონავირუსზე 17 პაციენტი გამოიკვლიეს და 16 პაციენტის პასუხი უარყოფითია, ხოლო ერთის კვლევა გრძელდება.

“ამჟამად, 35 პაციენტია კლინიკაში. ლაბორატორიაში 17 კვლევა გაიგზავნა კორონავირუსზე და 16 პაციენტის პასუხი უარყოფითია. ერთი პაციენტის კვლევა გრძელდება. დაწყებულია პაციენტების პროფილურ კლინიკებში გადაყვანა“, – განაცხადა ბექაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები