ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევიდან ორი ბავშვია

ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის თქმით, კლინიკაში გუშინ კორონავირუსით ინფიცირებული სამი ახალი პაციენტი შეიყვანეს, მათ შორის ორი ბავშვია.

მისივე თქმით, მათ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 69 პაციენტი მკურნალობს.

“დღეს ბოქსირებულ სექტორში 84 პაციენტი მკურნალობს, აქედან 69 ადამიანს კოვიდ-19-ის დიაგნოზი აქვს დადასტურებული. აქედან 19 არის 18 წლამდე ასაკის მოზარდი. გუშინ სამი პაციენტი დაგვემატა, აქედან ორი ბავშვია, გადმოყვანილი არიან კარანტინის ზონიდან და ერთი მოზრდილია. სამივეს მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. ბავშვების კლასტერი თეთრიწყაროა. ბავშვებს დედა თან ახლავს, მაგრამ ინფიცირებული არ არის. მესამის წყაროც თეთრიწყაროს კლასტერია. სამივე დადასტურებული დიაგნოზით გადმოვიდა ჩვენს კლინიკაში. რეანიმაციაში რჩება ერთი პაციენტი. 10 პაციენტი რჩება საყურადღებო”, – განაცხადა სოლოღაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები