პრემიერის მრჩეველმა, სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ და “სექტორი 3-ის” ხელმძღვანელმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან თბილისში მყოფ სტუდენტებს საკვები და პირველადი საჭიროების საშუალებები გადასცეს

COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის შედეგების შესამსუბუქებლად, მოქალაქეების სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერა როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ დონეებზე გრძელდება.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული და თბილისში მცხოვრები სტუდენტები პრემიერმინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში – ლელა აქიაშვილმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ, ლია გიგაურმა და არასამთავრობო ორგანიზაცია “სექტორი 3″-ის” ხელმძღვანელმა, ქეთევან ჩაჩავამ მოინახულეს, გაეცნენ მათ საჭიროებებს ადგილზე და საკვები და პირველადი საჭიროების საშუალებების მარაგი გადასცეს. სტუდენტებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია კორონავირუსის გავრცელების პრევენციის შესახებ.
პირველადი საკვებისა და ჰიგიენური საშუალებების მარაგი, ასევე, დაურიგდებათ საქართველოს სხვა რეგიონებში მცხოვრებ სტუდენტებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან.
COVID-19-ით გამოწვეული კრიზისისას, მოწყვლადი ჯგუფების სოციალური საჭიროებების იდენტიფიცირების, პროგრამების შემუშავებისა და გამოწვევების აღმოფხვრის მიზნით, მთავრობის ადმინისტრაცია ადგილობრივ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან აქტიურად თანამშრომლობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები