მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე 79 წლისაა

2020 წლის 2 მაისს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე 79 წლის გახდა.
ეროვნული სასახლე 1941 წლის 2 მაისს მოსწავლე-ახალგაზრდობას გადაეცა და უკვე 79 წელია, თბილისში, რუსთაველის №6 ნომერში არსებულ ისტორიულ შენობაშია განთავსებული. თავისთავად, ეს ადგილი არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და კომპლქსი მოიცავს რამდენიმე ნაგებობასა და პირველი რესპუბლიკის ბაღს.
დღემდე სასახლე ინარჩუნებს საქართველოში უდიდესი სკოლისგარეშე და არაფორმალური განათლების ობიექტის სტატუსს. ეს არის თბილისის კულტურისა და განათლების მთავარი ცენტრი, სადაც ყოველწლიურად 500-მდე სხვადასხვა მიმართულების კონფერეცია, ღონისძიება, ფესტივალი და კონკურსი ტარდება და, ამასთან ერთად, სასახლეში ყოველწლიურად 4000-5000 მდე ახალგაზრდა 150-ზე მეტი დასახელების წრესა თუ კლუბშია გაერთიანებული.
ეროვნული სასახლე მართლაც უნიკალური სასწავლო ცენტრია, სადაც ასტრონომია, ავიამოდელირება, ლიტერატურა, თეატრი, მუსიკა, კინო და ათობით სახელოვნებო თუ ტექნიკური მიმართულების სხვადასხვა ჯგუფი ათასობით მოზარდს აძლევს თვითგამოხატვისა და რეალიზების საშუალებას. მომავალი პროფესიის არჩევისას, სასახლეში მიღებული ცოდნა და უნარები, ათასობით ახალგაზრდას დაეხმარა წარმატებული პროფესიული არჩევანის გაკეთებაში.
საგანგებო მდგომარეობის პირობებში, ისევე, როგორც განათლების სხვა ობიექტები, სასახლეც დისტანციურ მუშაობაზეა გადასული. სამწუხაროა, რომ მიმდინარე პერიოდში დაგეგმილი ფესტივალები და კონფერენციების დროებით გადაიდო… თუმცა სასახლის სხვადასხვა კოლექტივი და ჯგუფები სხვადასხვა სოციალურ პროექტში აქტიურად არიან ჩართულები…. მაგალითად, ბოლო პერიოდში “ფეისბუქით” სასახლის თბილისის ახალგაზრდული ორკესტრის რამდენიმე მუსიკალური ვიდეო გავრცელდა, რასაც დიდი გამოხმაურება ჰქონდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები