“თბილისის ზღვის ჰოსპიტალში” კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა
“თბილისის ზღვის ჰოსპიტალში” “კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევა დღესაც არ დადასტურებულა.
“თბილისის ზღვის ჰოსპიტლის” კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანლის, მარეხი ბექაიას განცხადებით, კორონავირუსზე კვლევა 18 პაციენტს ჩაუტარდა და ყველა მათგანის პასუხი უარყოფითია.
„კლინიკაში 30 პაციენტი იმყოფება. გუშინ 18 კვლევა იყო გაგზავნილი და 18-ვეზე უარყოფითი პასუხი მივიღეთ. კლინიკაში ერთი მძიმე პაციენტი რჩება, რომელთანაც „კოვიდ-19“ არ დადასტურდა. პაციენტს პროფილურ, სომატურ კლინიკაში გადაიყვანენ“, – განაცხადა ბექაიამ.