რატი იონათამიშვილი: საკანონმდებლო პროცესიც კი არ განელებულა საგანგებო მდგომარეობის პირობებში
ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, საკანონმდებლო პროცესი საგანგებო მდგომარეობის პირობებში არ განელებულა.
მისივე თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით ოპოზიციის კრიტიკა მიუღებელია.
“საკანონმდებლო პროცესიც კი არ განელებულა საგანგებო მდგომარეობის პირობებში. როდესაც, ამ მხრივ, კრიტიკა გვესმის იმ გუნდისგან, რომელიც მაშინაც კი, როდესაც საქართველოს პარლამენტში ძალიან აქტიური იყო მუშაობა, პირველ ყოვლისა, საქმის კეთებას ბოიკოტს უცხადებდნენ და მონაწილეობას არ ღებულობდნენ საკომიტეტო, სასესიო განხილვებში, მხოლოდ დესტრუქციაზე იყვნენ გადასულები. მათგან ამ მხრივ კრიტიკა განსაკუთრებით უპასუხისმგებლოა”, – განაცხადა იონათამიშვილმა.