ინესა მერაბიშვილი: „გალაკტიონისადმი ინტერესი დასავლეთში იზრდება“

პროფესორმა, აკადემიკოსმა, მთარგმნელმა, საქართველოს ბაირონის საზოგადოების პრეზიდენტმა ინესა მერაბიშვილმა ფეისბუქის გვერდზე 2012 წელს „ერთსულოვნების“ ეთერში გასული გადაცემის ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც მართა კასრაძე მას ესაუბრება ლონდონში გალაკტიონის კრებულის გამოცემაზე.
„ეს გადაცემა „ერთსულოვნების“ ეთერში 2011 წელს გავიდა. მის ხელახლა გაზიარებას შემდეგი მიზეზი აქვს: ლონდონის ცნობილმა გამომცემლობამ გალაკტიონის კიდევ უფრო გაზრდილი კრებული ჩემეულ თარგმანში გამოსცა მეორედ 2017 წელს, ხოლო სულ ახლახან მკითხველს შესთავაზა ამ გამოცემის ელექტრონული ვერსია. ორივე გამოცემა ხელმისაწვდომია Amazon-ზე. იხილეთ ბმული: https://www.amazon.com/dp/B0869M71R2
როგორც ვხედავთ, გალაკტიონისადმი ინტერესი დასავლეთში იზრდება“, – წერს ინესა მერაბიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები