„გასეირნება“ და ნიკო ცეცხლაძის დაბადების დღე
ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი მხატვარ ნიკოს ცეცხლაძეს ულოცავს დაბადების დღეს, რომელსაც 4 მაისს 61 წელი შეუსრულდა და ფეისბუქგვერდზე მის ნამუშევარს აქვეყნებს.
„მე არ განვეკუთვნები მხატვრის იმ კატეგორიას, რომელსაც შეუძლია ჩაიკეტოს სახელოსნოში და ისე იმუშაოს. მე ყოველი დღით ვცხოვრობ. ყოველი ახალი დღე ახალი ცხოვრებაა და ამ ცხოვრებაში მთლიანად უნდა ვიყო ჩართული.
მინდა, რომ ჩემს ყოველ ნამუშევარში ჩანდეს ეს ახალი დღე და ჩემი სუბიექტური აზრი ამ დღის შესახებ. მინდა, რომ ჩემი შემოქმედება ყველაფერს და ყველას წვდებოდეს, იქნება ეს ხელოვანი, ოფიციოზი თუ უბრალო ხალხი“. – ნიკო ცეცხლაძე.
სურათზე: ნიკო ცეცხლაძე, „გასეირნება“, 2007. ტილო, ზეთი.
ეს ნამუშევარი დაცულია ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში.