„კულტურის გამოწვევები და COVID-19“
5 მაისს, 13:00 საათზე, დისკუსია – „კულტურის გამოწვევები და COVID-19“ – გაიმართება. ResiliArt-ის მოძრაობის ონლაინდისკუსიებს, კულტურისა და შემოქმედებითი სფეროს გამოწვევებთან დაკავშირებით, „იუნესკოსთან“ პარტნიორობით, „შემოქმედებითი საქართველო“ გამართავს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ResiliArt – ეს არის იუნესკოს წამოწყებული პანდემიის საპასუხო გლობალური მოძრაობა, რომლის მიზანია არტისტების და შემოქმედებითი სექტორის წარმომადგენლების მხარდაჭერის გზების ძიება კრიზისულ პერიოდში.
პანდემიამ მძიმე დარტყმა მიაყენა კულტურულ და შემოქმედებით ინდუსტრიებს, უამრავმა არტისტმა თუ შემოქმედებითი სფეროს პროფესიონალმა დაკარგა შემოსავალის უკანასკნელი წყარო.
სწორედ კულტურის გამოწვევებზე საპასუხოდ, „იუნესკო“ იწვევს შემოქმედებითი სფეროს
წარმომადგენლებს, შეუერთდეს მოძრაობას – ResiliArt.
I სესია – 5 მაისი, 13:00 საათი
მონაწილეობას მიიღებენ კულტურის სექტორის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
II სესია – 8 მაისი, 13:00 საათი
მონაწილეობას მიიღებენ შემოქმედებითი სექტორის კომერციული ორგანიზაციების წარმომადგენლები.
III სესია – 12 მაისი, 13:00 საათი
მონაწილეობას მიიღებენ სამთავრობო უწყების, მათ შორის, ადგილობრივი სამთავრობო უწყებების და საერთაშორისო მისიების წარმომადგენლები, რის ფარგლებშიც მათ წარედგინებათ პირველ ორ სესიაში მიღებული ინფორმაცია.
სესიების ნახვა შესაძლებელია „შემოქმედებითი საქართველოს“ ფეისბუქგვერდზე: შემოქმედებითი საქართველო / Creative Georgia