“თბილისის ზღვის ჰოსპიტალში” კორონავირუსზე ჩატარებული 31 კვლევიდან 29 პასუხი უარყოფითია, ორის კვლევა კი გრძელდება
“თბილისის ზღვის ჰოსპიტლის” კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანლის, მარეხი ბექაიას განცხადებით, მათ კლინიკაში მყოფი 31 პაციენტიდან 29-ს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, ხოლო ორის კვლევა გრძელდება.
მისივე თქმით, კლინიკაში მყოფი ერთი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
„ამჟამად, კლინიკაში 45 პაციენტი იმყოფება. 31 კვლევა გაიგზავნა, 2-ის გრძელდება და 29 უარყოფითი პასუხი მივიღეთ. დაწყებულია პაციენტების გადაყვანა. კლინიკაში, ამჟამად, ერთი მძიმე პაციენტია, ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება, ხანდაზმული ასაკის ადამიანია, შაქრიანი დიაბეტით. დღეს გაიგზავნება კვლევაზე ქალბატონის ტესტი“, – აღნიშნა ბექაიამ.
მან არ გამორიცხა, რომ შესაძლოა, აღნიშნულ პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდეს.
„ცხელებიდან და სუნთქვის უკმარისობიდან გამომდინარე, გამორიცხული არ არის“, – განაცხადა ბექაიამ.