საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 9-მდე გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, მე-9 პაციენტი გარდაიცვალა,- ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
ამ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსის 589 დადასტურებული შემთხვევაა. გამოჯანმრთელებულია 221 ადამიანი. კარანტინის რეჟიმშია – 5260 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 553.