გოჩა ენუქიძემ ავეტიანცების ოჯახს პერსონალური კომპიუტერი გადასცა

ამბროლაურის  მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ავეტიანცების სოციალურად დაუცველ ოჯახს რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გოჩა ენუქიძემ, პერსონალური კომპიუტერი გადასცა. ოჯახში ორი სკოლის მოსწავლეა, რომლებიც კორონავისურის გავრცელების პრევენციის გამო, ელექტრონულ სწავლებაზე გადასვლის შემდეგ, სასწავლო პროცესში ჩართვას ვერ ახერხებდნენ.

როგორც ამბროლაურის მერიაში “რეგიონულ კვირას” განუცხადეს, მაჟორიტარმა დეპუტატმა კომპიტერის ჩუქება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მათი პრობლემის შესახებ გახდა ცნობილი.

“ჩემთვის მნიშვნელოვანია რეგიონს ყავდეს ბევრი წარჩინებული მოსწავლე ,წინ სვლას და წარმატებებს ვუსურვებ ლიზის”, – განაცხადა გოჩა ენუქიძემ.

ცნობისთვის, ავეტიანცების ოჯახის უმცროსი წევრი, ლიზი მე-9 კლასის მოსწავლეა და ის რეგიონის მასშტაბით წელს ჩატარებულ “ეტალონის” პროექტში მეორე ადგილზე გავიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები