ლაგოდეხის “ცხელების ცენტრში” გადაყვანილ შუა ხნის კაცს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ლაგოდეხის “ცხელების ცენტრში” გადაყვანილ შუა ხნის მამაკაცს “კოვიდ 19” არ დაუდასტურდა. როგორც დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა განაცხადა, მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
“ლაგოდეხის ცხელების ცენტრში გადაყვანილი მამაკაცის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია და პაციენტი თავს კარგად გრძნობს”, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.
შეგახსენებთ, მამაკაცი რუსთავში კოვიდ 19-ით დაინფიცირებულის მამაა, რომელსაც ტემპერატურა თერმოსკრინინგის დროს დაუფიქსირდა, რა დროსაც ის საკუთარ სახლში, სოფელ გურგენიანში იმყოფებოდა.