ხობში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მასობრივი თერმოსკრინინგი დაიწყო
ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში თერმოსკრინინგი მიმდინარეობს. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ხობის მერიიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, მედიკოსებმა ქარიატაში, ყულევში, პატარა ფოთსა და ჭალადიდში მცხოვრებ 750-ზე მეტ ადამიანს, მერიის მიერ შეძენილი დისტანციური თერმომეტრებით გაუზომეს ტემპერატურა.
მედიკოსები ეტაპობრივად, ხობის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 30 000-ზე მეტ ადამიანს გაუზომავენ ტემპერატურას. პროცესში „ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“, სასოფლო ამბულატორიების ექიმები და მედდები არიან ჩართულნი.