“თბილისის ზღვის ჰოსპიტალში” მყოფ 31 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

“თბილისის ზღვის ჰოსპიტლის” კლინიკური დირექტორის, კახა ბეროზაშვილის განცხადებით მათ კლინიკაში ამ დროისთვის 53 პაციენტია მოთავსებული.

მისივე თქმით, 31 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

„ჩვენს კლინიკაში ამ წუთისთვის არის 53 პაციენტი. აქედან მიღებულია 31 პაციენტის პასუხი, ყველა უარყოფითია. ახლა იწყება პაციენტების გადაყვანა და გაშვება სახლში, ზოგი კარანტინში, ზოგი თვითიზოლაციაში. რაც შეეხება ზოგად მდგომარეობას, პაციენტების უმეტესობა არის საშუალო სიმძიმის და მსუბუქი ფორმის. რამდენიმე პაციენტია რეანიმაციულ განყოფილებაში. ორი პაციენტია მართვით სუნთქვაზე, ესეც განპირობებულია თანმხლები დაავადების გართულებებით. უმეტესი პაციენტების ზოგადი მდგომარეობა სტაბილურია“,- განაცხადა კახა ბეროზაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები