საჩხერეში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი მილიონ ლარამდეა

საჩხერის მუნიციპალიტეტში უხვი ნალექის შედეგად სახნავ-სათესი სავარგულები და გზები დაზიანდა. ზარალმა მილიონ ლარს მიაღწია, –  ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” საჩხერის მუნიციპალიტეტის მერმა, ბენიამენ ფალავანდიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, სახნავ სათესი მიწები 12 სოფელში დაზიანდა.

“დაზარალდა 12 სოფელი, სახნავ – სათესები, გზები, ასევე მოხრეშილი გზები საჭიროებს აღდგენას, რასაც მუნიციპალიტეტი თავის ძალებით შეეცდება. ამ ეტაპზე დათვლებით, მთლიანობაში ზარალი სავარაუდოდ მილიონ ლარამდეა”, – განაცხადა ბენიამენ ფალავანდიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები