გარდაბანში ღია ტიპის აგრარული ბაზარი გაიხსნა
გარდაბანში არსებული ღია ტიპის აგრარული ბაზარი მოსახლეობას დღეიდან ჩვეულ რეჟიმში მოემსახურება. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, ტერიტორიაზე სრულად დაცულია პანდემიის პირობებში, გათვალისწინებელი სტანდარტები. ბაზარში შემსვლელ მოქალაქეებს და მოვაჭრეებს თერმოსკრინიგი უტარდებათ, მოვაჭრეები კი საქმიანობას პირბადეებითა და ხელთათმანებით ახორციელებენ.
ბაზრის მუშაობას დილიდან, პირადად აკონტროლებენ გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, სურსათის უვნებლობის სააგენტოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის სამსახურები.
ღია ტიპის აგრარული ბაზრების გახსნა, საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის პირველი ეტაპზე გათვალისწინებული ღონისძიებაა და ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში, 27 აპრილიდან ეტაპობრივად ხორციელდება.