დათა პაპას შვილიშვილი და რძალი ოკუპანტებმა უკანონო ტყვეობიდან გაათავისუფლეს

სოფელ ხურვალეთში მავულხლართებს მიღმა მცხოვრები დათა ვანიშვილის შვილიშვილი და რძალი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა უკანონო პატიმრობიდან გაათავისუფლეს.
„ცხელი ხაზით” მიღებული ინფორმაციით, აღნიშნული პირების მიმართ დაწესებული უკანონო შეზღუდვები მოხსნილია“, – განაცხადეს სახემწიფო უსაფრთხოების სამსახურში.
ცნობისთვის, დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა ახალგაზრდა ცოლ-ქმარი 17 აპრილს რუსული საოკუპაციო ძალების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე საკუთარი სახლიდან გაიტაცეს, მიზეზად კი გავრცელებული კორონავისის პრევენციული სამედიცინო ღონისძიებები დაუსახელეს. ახალგაზრდებმა ორკვირიანი საკარანტინე პერიოდი ცხინვალში გაატარეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები