რუსთავში კორონავირუსით ინფიცირებული ახალგაზრდა მამაკაცის ოჯახის წევრებს COVID19 არ დაუდასტურდათ
რუსთავში ინფიცირებული სტუდენტის 35-მდე კონტაქტია მოძიებული, -ამის შესახებ რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ განაცხადა.
მისი თქმით, COVID19-ზე ტესტი შვიდ ახლო კონტაქტს გაუკეთდა და ყველა მათგანის პასუხი უარყოფითია, დანარჩენების ანალიზის პასუხები დღის ბოლომდე გახდება ცნობილი.
“ვირუსი არ დაუდასტურდა მამაკაცის მშობლებს, ბიძას, დებს და ახლო მეგობრებს. ამ დროისთვის 35-მდე გარეკონტაქტია მოძიებული და ამ მხრივ მუშაობა კვლავ მიმდინარეობს. თვითიზოლაციაში ამჟამად ორი ადამიანი იმყოფება. რაც შეეხებათ ოჯახის წევრებს, მათთან ეპიდემიოლოგები მუშაობას გააგრძელებენ.” , – განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ
გუშინ რუსთავში COVID19-ის ერთი ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფიცირების წყაროს ძიება ამ დრომდე მიმდინარეობს.
ცნობისთვის, რუსთავში კორონავირუსის ცხრა დადასტურებული ფაქტია, აქედან 7 უკვე გამოჯანმრთელდა.