ქუთაისის “ცხელების ცენტრში” მოთავსებული ექვსი პაციენტიდან კორონავირუსი არცერთს დაუდასტურდა

ქუთაისში, კლინიკა “ბომონდის” ე.წ. ცხელების ცენტრში მყოფი ექვსი პაციენტიდან Covid19 არცერთ მათგანს არ დაუდგინდა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” კლინიკაში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, პაციენტების ნაწილი სახლებიდან სასწრაფო დახმარების, ხოლო ნაწილი სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებიდან კატასტროფის ბრიგადებმა შეიყვანეს.

ამ დროისათვის კლინიკაში საკვლევი პაციენტები არ ჰყავთ.

ცნობისთვის, ცხელების ცენტრი ორ კვირაში 100-ზე მეტ პაციენტს მოემსახურა, მათ შორის ორსულებს, თუმცა კოვიდ 19 არცერთ პაციენტს არ დაუდგინდა.

შეგახსენებთ, იმერეთის მასშტაბით კორონავირუსის ახალი შემთხვევა ბოლო დღეების განმავლობაში არ გამოვლენილა.კორონავირუსის დიაგნოზით ქუთაისის ახალ ინფექციურ კლინიკაში 13 პაციენტი მკურნალობს,ყველა მათგანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მათგან სამ პაციენტს მეორადი კვლევისთვის ამზადებენ, ისევ უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, ისინი კლინიკას დატოვებენ.

შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით, საქართველოში COVID19-ის 589 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან გამოჯანმრთელებულია – 215, გარდაცვლილია 8 ადამიანი. ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით,  კარანტინის რეჟიმში 5066 პირი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობას კი  528 ადამიანი გადის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები