კახეთში სეტყვამ რამდენიმე მუნიციპალიტეტი დააზარალა

კახეთის რეგიონში სეტყვამ რამდენიმე მუნიციპალიტეტს ზარალი მიაყენა. “რეგიონული კვირის” ინფორმაციით, სიღნაღის მუნიციპალიტეტში 3 სოფელი დაზარალდა. ერთ წლიანი ნაკვეთები და პურის ყანები დაისეტყვა სოფელ ანაგაში, წნორში 20 ჰექტრამდე ვენახები და ბოდბისხევის ნაწილი, სადაც ზარალი გაცილებით ნაკლებია. რაც შეეხება საგარეჯოს მუნიციპალიტეტს, როგორც მერიაში განმარტავენ, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის დროულმა ამოქმედებამ სოფლებს ზარალი მნიშვნელოვნად აარიდა თავიდან . დაისეტყვა მხოლოდ სოფელი გიორგიწმინდა, სადაც ძირითადად საკარმიდამო ნაკვეთები დაზიანდა.
დაზარალდა თუ არა სეტყვის შედეგად რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტები ამ ეტაპზე არაა ცნობილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები