საჩხერის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი დაისეტყვა
საჩხერის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი დაისეტყვა. როგორც „რეგიონულ კვირას“ საჩხერის მერმა განუცხადა, ამ დროისთვის, წყალდიდობაა მთელს მუნიციპალიტეტში ,თუმცა განსაკუთრებული ზარალია სოფელ ჭალოვანში,ჭალსა და კორბოულის თემის სოფლებში.
მისივე ცნობით, ზარალის ოდენობა ჯერჯერობით უცნობია, რადგან ისევ წვიმს და წყლის დონის მომატების გამო, მისი დადგენა ვერ ხერხდება.
“მთელს მუნიციპალიტეტში გვაქვს წყალდიდობა. გასულები ვართ, რომ აღვწეროთ ზარალი,თვითონ საჩხერეშიც დაზიანებულია ინფრასტრუქტურა. ჯერჯერობით, წვიმის გამო, ზარალის ზუსტი ოდენობა არ ვიცით”,-განაცხადა ბენიამინ ფალავანდიშვილმა.