ბოლნისში კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევა დადასტურდა. აღნიშნული სოფელი ამ დროისთვის, ცხელ წერტილად რჩება. საყურადღებოა სოფელი სავანეთიც– ამის შესახებ ბოლნისის საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელმა, მაკა მამარდაშვილმა განაცხადა.
„სოფელი სავანეთში პერმანენტულად გვაქვს შემთხვევები, სადაც უკვე ინფიცირების 13 ფაქტია დადასტურებული. სოფელ მუშევანში კი, გვაქვს 20 შემთხვევა. უკვე ხვალისთვის უნდა გვქონდეს კონკრეტული გეგმა მუშევანში განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ. ეს გულისხმობს არა თერმოსკრინინგს, არამედ სოფელში აქტიურად შესვლას, მჭიდრო კონტაქტების მოძიებას, ცხვირ-ხახის ნიმუშების აღებას. საუბარია PCR მეთოდზე,” – განაცხადა მაკა მამარდაშვილმა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები