“ჩვენ შევძლებთ, 300 ოჯახს გავუწიოთ დახმარება”- ხობელი მოხალისეები ირაკლი ხახუბიას მადლობას უხდიან

“ხობის მაჟორიტარი დეპუტატის -დაჩი ბერაიას შუამდგომლობითა და ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი ხახუბიას დახმარებით, ჩვენ შევძლებთ, საკვები პროდუქტით დახმარება 300 ოჯახს გავუწიოთ”, – ამის შესახებ ხობის მოხალისეთა ჯგუფის ხელმძღვანელი, ნინო სიჭინავა სოციალურ ქსელში წერს.

“ბრძოლას covid19-თან ვაგრძელებთ თქვენთან ერთად. 589 ოჯახი დავასაჩუქრეთ თქვენი შემოწირულობებით. მადლობა თითოეულ თქვენგანს. უამრავი ზარი და წერილობითი შეტყობინება ხორციელდება ჩვენთან ადამიანებისგან, ვისაც ამ მძიმე პერიოდის ჟამს დახმარება ესაჭიროებათ. სამწუხაროდ, რესურსი ამოგვეწურა, ამიტომ, ჩვენი თხოვნით, ხობის მაჟორიტარი დეპუტატის – დაჩი ბერაიას შუამდგომლობითა და ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის – ირაკლი ხახუბიას დახმარებით, ჩვენ შევძლებთ 300 ოჯახს გავუწიოთ დახმარება საკვები პროდუქტით. ტრანსპორტირება გაგვიწია ჩვენმა ერთ-ერთმა პირველმა შემომწირველმა, სოსო ბერაიამ. დასავლეთი მუდამ გამოირჩეოდა ერთმანეთის თანადგომით. კიდევ ერთი ნათელი მაგალითი იმისა, რომ ძალაერთობაშია. ასევე, მადლობა პერსონალურად მოხალისეებისთვის გამოგზავნილი საჩუქრისთვის”, – წერს ნინო სიჭინავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები