კახა კუჭავამ და კარლ ჰარცელმა ონლაინშეხვედრაზე კოვიდ-19-თან დაკავშირებით არსებულ სიტუაციაზე ისაუბრეს
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავამ და საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ონლაინშეხვედრაზე კოვიდ-19 -თან დაკავშირებით არსებულ სიტუაციაზე ისაუბრეს.
კახა კუჭავამ ევროკავშირის ელჩს მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა რეფორმები აქვს საქართველოს დაგეგმილი ამ მიმართულებით და როგორ ხორციელდება ისინი, როგორია ჩვენს ქვეყანაში სტატისტიკა კოვიდ-19 -თან მიმართებით და ა.შ.
მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს, ზოგადად, ეკონომიკურ პროგრამასა და იმ შესაძლებლობებზე, როდესაც ქვეყანა შეძლებს, უფრო აქტიურად დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ მადლობა გადაუხადა ევროკავშირის ელჩს იმ თანადგომისთვის, რომელსაც ის იჩენს ჩვენი ქვეყნის მიმართ.
„შეხვედრაზე ყურადღება, ბუნებრივია, დაეთმო ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებულ იმ პრობლემებს, რომლებსაც ოკუპანტი ქვეყანა იყენებს თავის სასარგებლოდ მაშინ, როცა ყველა ებრძვის ამ უხილავ მტერს, ცდილობენ უფრო აგრესიულად იმოქმედონ ქვეყნის წინააღმდეგ. ბატონმა ელჩმა კიდევ ერთხელ გამოუცხადა საქართველოს სრული მხარდაჭერა და თანადგომა ამ საკითხთან მიმართებით”, – განაცხადა კახა კუჭავამ ონლაინშეხვედრის შემდეგ.