ალექსანდრე მოწერელია: თხილის გადამამუშავებელი საწარმოები, რეკომენდაციების დაცვით, შეუფერხებლად მუშაობენ

ახალი კორონავირუსის პანდემიის პირობებში, სამეგრელოში თხილის გადამამუშავებელი საწარმოები შეფერხებების გარეშე მუშაობენ. მუშაობის პროცესს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, ალექსანდრე მოწერელია კომპანია ,,გოლდენ  ნათსში” გაეცნო.

მისი თქმით, საწარმოში თანამშრომლებს შორის დაცულია სოციალური დისტანცია, მიმდინარეობს თერმოსკრინინგი და ხდება იმ რეკომენდაციების დაცვა, რასაც სპეციალისტები  განსაზღვრავენ. თხილის გადამამუშავებელ კომპანიებს არ შექმნიათ არც ექსპორტის პრობლემა და შეუფერხებლად ხდება თხილისა და გადამუშავებული პროდუქტის გადატანაც.

“თხილის გადამამუშავებელი საწარმოები მუშაობენ გამართულად, იცავენ უსაფრთხოების წესებს. აღსანიშნავია, რომ ამ საწარმოების უმრავლესობა სერტიფიცირებულია და ვინაიდან, სურსათთან აქვთ ურთიერთობა, პანდემიამდეც გატარებული ჰქონდათ ის ღონისძიებები, რაც ითვალისწინებს  სურსათის უვნებლობას, ასევე, დასაქმებულთა უსაფრთხოებასაც. ამჟამად კი, დაემატა ჯანდაცვის რეკომენდაციები. დღეს, რაც ჩვენ  ვნახეთ, ფუნქციონირებენ გამართულად, სხვა საწარმოებშიც  არის  ანალოგიური ვითარება. ასევე, აღსანიშნავია, რომ მათ ექსპორტის პრობლემა არ შექმნიათ”, – განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები