„გურამ დოჩანაშვილის „სამოსელი პირველი“ – ცხოვრების წიგნი“

1 მაისს, 19:00 საათზე, ევროპის უნივერსიტეტში, ფილოლოგიის აკადემიური დოქტორი, მარინა ხანჯალიაშვილი ონლაინ ისაუბრებს თემაზე: „გურამ დოჩანაშვილის ,,სამოსელი პირველი“ – ცხოვრების წიგნი”.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ამით ევროპის უნივერსიტეტი, ონლაინ, საჯარო ლექციებს აგრძელებს.
ლექციაზე განხილული იქნება საკითხები:
რატომ უნდა წავიკითხოთ გურამ დოჩანაშვილის „სამოსელი პირველი“:
ნაწარმოების შექმნის უჩვეულო ისტორია;
რომანის უნიკალური სტილი: ალეგორია, მეტაფორა, ალუზია;
რომანის საოცარი პერსონაჟი – დომენიკო – მგზავრი;
რომანის გეოგრაფია: მაღალსოფელი; ქალაქები: ლამაზ ქალაქი, კამორა, კანუდოსი.
ლექციის მოსმენა შესაძლებელია ფეისბუქგვერდზე:
ევროპის უნივერსიტეტი / European University

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები