კეროლ კარსკი: პროდასავლური მთავრობების მქონე ქვეყნებს, ისეთებს, როგორიც საქართველოა, უნდა დავეხმაროთ

„ქართველებისა  და ევროპის სამეზობლოს ბევრი სხვა პროდასავლური ქვეყნების მოსახლეობისთვის დემოკრატია და თავისუფლება „მთის წვერზე შარავანდედით მოსილ ციტადელად რჩება, თუმცა, მათ ჩვენი დახმარება სჭირდებათ”, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი კეროლ კარსკი reaction.life-ში გამოქვეყნებულ სტატიაში წერს.

მისი თქმით, ალიანსი უნდა გაძლიერდეს და თავისუფალი ადამიანების უფლებები ყველგან დაცული უნდა იყოს.

„ეს აუცილებელია, თუ გვინდა კვლავ იდეების ბრძოლაში ვიმარჯვოთ და აღვკვეთოთ ავტორიტარული მოდელები მთელს მსოფლიოში. სამყარო მაგიური ძალის შედეგად ვერ გახდება უსაფრთხო და ბედნიერ ადგილად, როდესაც ახალი კორონავირუსი გაილევა. დასავლეთის ძალებმა უნდა გააკეთონ ეს და დამოუკიდებლობის ახლად მოპოვების შემდეგ გაერთიანებულმა სამეფომ უნდა იკისროს ცენტრალური როლი ამ მიმართულებით. პროდასავლური მთავრობების მქონე ქვეყნებს – ისეთებს, როგორც საქართველოა, უნდა დავეხმაროთ. კიბერთავდასხმებსა და სხვა სახის აგრესიას უნდა შევეწინააღმდეგოთ ამ ქვეყნებში. თუმცა, ყველაზე მყისიერად უნდა მივმართოთ ყურადღება იქეთ, სადაც კრიზისის გამო ეკონომიკური გამოწვევები შეინიშნება, რათა ცდუნებას არ ავყვეთ და მცდარ ეკონომიკურ რეალიებში არ ჩავიკარგოთ, რაც საფრთხეს შეუქმნის ჩვენს უსაფრთხოებას და, სავარაუდოდ, სხვა კრიზისში გადაიზრდება მომდევნო წლებში”, – წერს ევროპარლამენტარი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები