მარინა ეზუგბაია: კლინიკაში მყოფი პაციენტებიდან 2 გამოჯანმრთელდა, მათ შორის 1 მოზარდია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კლინიკაში კორონავირუსისგან კიდევ 2 ადამიანი გამოჯანმრთელდა, რომელთაგან ერთი მოზარდია.

„გუშინ 539 დადასტურებული შემთხვევა გვქონდა, დაგვემატა 27 და ქვეყანაში 566 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. გამოჯანმრთელებული იყო 178 ადამიანი, შეემატა 6 და ახლა, ჯამურად, 184 ადამიანია გამოჯანმრთელებული. ამ მონაცემებს თუ შევაჯერებთ, ამ ეტაპზე, კოვიდცენტრებში 376 პაციენტი მკურნალობს.

27 პაციენტიდან 13 პაციენტი ბოლნისის წყაროა, ერთი თეთრიწყაროსია, ორი მარნეულისაა, 4 საკარანტინე სივრციდანაა და დანარჩენის წყარო უცნობია,   ახლა ხდება მოძიება. ჩვენთან ამ 27 პაციენტიდან არცერთი  არის შემოყვანილი, ანუ ჩვენთან იგივე მონაცემები რჩება, გუშინ 43 დადასტურებული პაციენტი გვყავდა, აქედან 2 გამოჯანმრთელდა და ამჟამად 41 პაციენტი გვრჩება, ჯამურად, 67 გამოჯანმრთელებული პაციენტი გვყავს.

11 მოზარდიდან ერთი  გამოჯანმრთელდა, იმ ორ გამოჯანმრთელებულში 1 მოზარდია.  მძიმე პნევმონიის მქონე სამი პაციენტის ზოგადი მდგომარეობა არ ფასდება, როგორც განსაკუთრებით მძიმე, სიტუაცია მართვასა და მკურნალობას ექვემდებარება. რამდენიმე დღეში ისინიც, თავიანთი მდგომარეობით, საშუალო სიმძიმის პაციენტებში გადაინაცვლებენ“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები