თელავის საკრებულოს უმრავლესობის წევრებმა StopCov-ის ფონდში ხელფასის 1/3 – ის გადარიცხვა დაიწყეს
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობა პარტია “ქართული ოცნების“ სოლიდარობის აქტს შეუერთდა. ინიციატივის ფარგლებში, წარმომადგენლობითი ორგანოს უმრავლესობის ყველა წევრი სამი თვის განმავლობაში კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში საკუთარი ხელფასის 1/3-ს გადარიცხავს.
საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძე აცხადებს, რომ, ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია იმ ადამიანების დახმარება, რომლებსაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ.
“თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობის წევრები მხარს ვუჭერთ და ვუერთდებით მმართველი პარტიის ინიციატივას, რომ ყოველთვიური შრომის ანაზღაურების ერთი მესამედი სამი თვის განმავლობაში კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადავრიცხოთ. აპრილში უკვე გადავრიცხეთ ხელფასის ერთი მესამედი“, – განაცხადა არჩილ თხლაშიძემ.