საქართველოს პრეზიდენტი ლიეტუვის პრეზიდენტს ვიდეოზარის საშუალებით ესაუბრა

საქართველოს პრეზიდენტი ლიეტუვის პრეზიდენტს, გიტანას ნაუსედას ვიდეოზარის საშუალებით ესაუბრა. პრეზიდენტებმა პანდემიის პერიოდში ეკონომიკის გახსნის მომავალ ფაზებზე, სამომავლო სტრატეგიებსა და სოციალურ – ეკონომიკური მიმართულებების დახმარებებზე ისაუბრეს.
პრეზიდენტის ადმიისტრაციის ინფორმაციით, ლიეტუვის პრეზიდენტმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს ბრძოლას კორონავირუსის წინააღმდეგ.
პრეზიდენტებმა, ასევე, განიხილეს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობა და ამ მიმართულებით საქართველოს სამომავლო გეგმები. როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ქართველი ხალხის მყარი არჩევანია და ამ მიმართულებით ქვეყნის განვითარებას საზოგადოების სრული მხარდაჭერა აქვს.
საქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ დღეს მსოფლიოში არსებული კრისი ევროკავშირს უფრო გააძლიერებს და საქართველოც ევროკავშირთან დაახლოების კუთხით დღეს უფრო მეტ შესაძლებლობას ხედავს.
თავის მხრივ, ლიეტუვის პრეზიდენტმა ევროკავშირის ეკონომიკურ გეგმებზე ისაუბრა. აღინიშნა, რომ საერთაშორისო სოლიდარობა დღეს კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანია.
პრეზიდენტებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალ კონფერენციაზეც ისაუბრეს. აღინიშნა, რომ მხარეები თანამშრომლობის კუთხით ახალი პარტნიორობის ფორმატებზე ფიქრობენ.
სალომე ზურაბიშვილი ლიეტუველ კოლეგას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარებისა და ბორდერიზაციის პროცესთან დაკავშირებით ესაუბრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები