რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში სამუშაო პროცესს გუბერნატორი და ქალაქის მერი გაეცნენ

ქვემო ქართლის რეგიონში, სადაც რამდენიმე მუნიციპალიტეტი და დასახლება წითელ ზონადაა გამოცხადებული და მკაცრი საკარანტინე რეჟიმი მოქმედებს, ადგილზე არსებული სტრატეგიული მნიშვნელობის საწარმოები მაქსიმალური დატვირთვით განაგრძობენ მუშაობას, ინარჩუნებენ ადგილობრივ მუშა-ხელს და მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერების პროცესში. ხელისუფლების წარმომადგენლები, მუდმივი კომუნიკაციის გზითა და ერთობლივი ღონისძიებების გატარებით, უზრუნველყოფენ მათ შეუფერხებელ საქმიანობასა და ხელშეწყობას.
ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობისა და კოვიდ 19-ის გავრცელებიის პრევენციის მიზნით გატარებული ღონისძიებების მიუხედავად, რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში, რომელიც აღნიშნული მიმართულებით მთელს კავკასიაში ერთ–ერთი ყველაზე მსხვილი წარმოებაა, საქმიანობას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების სრული დაცვით განაგრძობს. ადგილზე 1500 ადამიანია დასაქმებული, მათგან 300 დისტანციურად ხოლო დანარჩენი – 4 ცვლაში ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. დღეს საწარმოო პროცესს ადგილზე პირადად გაეცნენ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული – შოთა რეხვიაშვილი და ქალაქის მერი – ირაკლი ტაბაღუა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები