ირინა ფრიზი: სააკაშვილს ყველა მცდელობა პოლიტიკურ სარბიელზე, ამ შემთხვევაში უკრაინაში, საკუთარი თავის რეინკარნაცია მოახდინოს, კიდევ უფრო დიდ წარუმატებლობამდე მიიყვანს

„პოლიტიკაში მყოფი ადამიანების უმრავლესობას ესმის, რომ სააკაშვილი პოლიტიკური აუტსაიდერია. ყველა მისი მცდელობა, პოლიტიკურ სარბიელზე, ამ შემთხვევაში უკრაინაში, საკუთარი თავის რეინკარნაცია მოახდინოს, შემდგომში ნამდვილად კიდევ უფრო დიდ წარუმატებლობამდე მიიყვანს”, – ამის შესახებ უკრაინის რადას დეპუტატმა ირინა ფრიზმა POSTV-ის ტოქშოუში „პოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან ერთად” განაცხადა.

შეკითხვაზე: სააკაშვილის დასახელებაზე უარს მოჰყვება თუ არა მისი მხრიდან ისეთივე ქმედებები, რომლებსაც მან პოროშენკოს წინააღმდეგ მიმართა? დეპუტატის თქმით, მისი პროტესტის დონე იმ ფინანსების ოდენობაზე იქნება დამოკიდებული, რომლის დახარჯვაც მას შეუძლია.

„ყველაფერი შეიძლება ქნას, თუ საკუთარ თავში დარწმუნებული იქნება და მიზანს დაინახავს. თუ საბოლოო მიზანი ახლა ზელენსკის ხელისუფლებისადმი წინააღმდეგობა იქნება… ეს ძალიან მეეჭვება. მზად არის ამისთვის? შეუძლია ასე მოიქცეს? ამაში დარწმუნებული არა ვარ. ამიტომ მისი პროტესტის დონე იმ ფინანსების ოდენობაზე იქნება დამოკიდებული, რომლის დახარჯვაც მას შეუძლია იმისთვის, რომ საპროტესტო ელექტორატის წარმომადგენლად ან არსებული ხელისუფლების მოწინააღმდეგე ძალად წარმოადგინოს თავი”, – აცხადებს ირინა ფრიზი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები