აჭარაში საკარანტინე სივრცე 154-მა ადამიანმა დატოვა

აჭარაში საკრანტინე სივრცეები 154-მა ადამიანმა დატოვა. ისინი რეგიონში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მოწყობილ საკარანტინე სივრცეებში 14-დღიან მეთვალყურეობას გადიოდნენ.

ამ ეტაპზე, აჭარის სასტუმროებში სავალდებულო კარანტინს 1707 ადამიანი გადის. აჭარაში საკარანტინე სივრცეების ორგანიზებას, მართვასა და ფინანსურ უზრუნველყოფას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად უზრუნველყოფს.

“აჭარის საკარანტინე სივრცეებიდან დღეს ოჯახებს 154 ადამიანი უბრუნდება. 14 დღის განმავლობაში ისინი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდნენ და, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით, ჩვენ უზრუნველვყოფთ მათ ტრანსპორტირებას. ჯამურად, აჭარაში საკარანტინე სივრცე 27 სასტუმროშია განთავსებული, რომელთაც პერსონალიც მუდმივად ზრუნავს ჩვენი სტუმრების მშვიდ და კომფორტულ გარემოში დასვენებაზე”, – აცხადებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე, თინათინ ზოიძე.

ცნობისთვის, დღეს აჭარაში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 60 წლის ქალი ე.წ ქობულეთის კლასტერს უკავშირდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები