„კორონავირუსული ინფექციის გავლენა საბიბლიოთეკო საქმიანობაზე“ – ონლაინშეხვედრა გაიმართება
30 აპრილს, 15:00 საათზე თსუ-ის ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა, საქართველოს ბიბლიოთეკარების დღესთან დაკავშირებით, მართავს ონლაინშეხვედრა-სემინარს ქვეყანაში მოქმედ სხვა ბიბლიოთეკებთან.
ორგანიზატორების ინფორმაციით, შეხვედრის თემაა: „კორონავირუსული ინფექციის გავლენა საბიბლიოთეკო საქმიანობაზე და ახალ გამოწვევებთან გამკლავება“.
სემინარი ორ ნაწილად იყოფა: პირველ ბლოკში მონაწილეები წარადგენენ 5-10-წუთიან მოკლე მოხსენებებს საკუთარ გამოცდილებაზე; მეორე ნაწილში დრო დისკუსიას ეთმობა.
ღონისძიების მიზანია:
ბიბლიოთეკებს შორის არსებული კონტაქტების განმტკიცება-გაღრმავება; ახალი გამოცდილებისა და ინფორმაციის გაზიარება; შექნილ საგანგებო ვითარებაში ურთიერთმხარდაჭერა.