მარტვილში სასურსათო პროდუქტების დარიგება გრძელდება
მარტვილის მუნიციპალიტეტში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, საკვები პროდუქტების დარიგება გრძელდება.
როგორც “რეგიონულ კვირას” მარტვილის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, სასურსათო ნობათი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა უკიდურესად შეჭირვებულ ოჯახებს სახლში მიუტანეს.
მათივე ცნობით, სასურსათო პროდუქტების გადაცემის პროცესს მონიტორინგს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი – ალექსანდრე გრიგალავა და მერის მოადგილე – აკაკი ხუნწელია უწევენ.