ხულოში მძიმე ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეებს ძვირადღირებული მედიკამენტები გადაეცათ

მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, შპს ,,ირეპალასის” ფინანსური მხარდაჭერით, მძიმე ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეებს:  სოფელ გელაძეეებში – დავით დიასამიძეს, სოფელ ქედლებში – ოთარ ბოლქვაძეს და სოფელ ქვემო ვაშლოვანში – რევაზ რიჟვაძეს ძვირადღირებული მედიკამენტები გადაეცათ.

აღნიშნული მედიკამენტები მოქალაქეებს ხულოს მერმა, ვახტანგ ბერიძემ გადასცა.

“მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ბიზნესის წარმომადგენლებს გამოჩენილი გულისხმიერებისთვის. აჭარის მთავრობის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და ბიზნესის ერთობლივი თანადგომით, როგორც სასურსათო პროდუქტებით, ასევე, მედიკამენტებით ვეხმარებით იმ ოჯახებს, რომლებიც მხარდაჭერას საჭიროებენ. ჩვენ აღნიშნულ კამპანიას მომდევნო დღეებშიც გავაგრძელებთ და ყველა ოჯახს დავეხმარებით, ვისაც ჩვენი თანადგომა და მხარდაჭერა დასჭირდება“, – განაცხადა ვახტანგ ბერიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები