გვენეტაძე: ლარში გაცემულ სესხებზე არსებული ზღვარი არ შეიცვლება

“ლარში გაცემულ სესხებზე 200 000-ლარიანი ზღვარის შემცირება დადებითს ვერაფერს მოუტანს ეკონომიკას”, – ამის შესახებ დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა.

გვენატაძის მოსაზრებით, ეროვნულ ვალუტაში გაცემულ სესხებზე ზღვარი 100 000-დან 200 000-მდე 2019 წლის იანვრში სამართლიანად გაიზარდა და ეს დედოლარიზაციის მიზნით გაკეთდა.

როგორც ცნობილია, “ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ “ დებულებაში ცვლილებები გასულ თვეში შევიდა.
ცვლილებები ითვალისწინებს შემდეგს:

1. შეიცვალა მსესხებლის შემოსავლის შესწავლის წესი: მსესხებლის შემოსავლების შესწავლა კვლავ სავალდებულოა, თუმცა შემოსავლის დადგენის პრაქტიკა აღარ იქნება წესად გაწერილი (მაგ. არაფორმალური დასაქმებისას ადგილზე ვიზიტი) და ფინანსურ ინსტიტუტს შეეძლება, თავად, შიდა პროცედურებით განსაზღვროს შემოსავლის დადგენის წესი;
2. გაუქმდა სესხის მომსახურები კოეფიციენტის (PTI) ლიმიტი: PTI დაითვლება იმ მაქსიმალურ პერიოდზე, რომელზეც კონტრაქტით შეიძლება სესხის ვადის გაგრძელება;
3. სესხის მომსახურების კოეფიციენტების ზღვრების რაოდენობა ოთხიდან ორამდე შემცირდა. სესხის მომსახურების კოეფიციენტი განსხვავებული დარჩა უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხებისთვის, რაც, სებ-ის განმარტებით, მიზნად ისახავს მსესხებლისა და ფინანსური სისტემის უცხოური ვალუტის გაცვლითი კურსის მერყეობის რისკებისაგან დაცვას”, – განაცხადა გვენეტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები