ხალხმრავლობა ქუთაისის მერიასთან – მოსახლეობა ქალაქიდან გასასვლელი საშვების მიღებას მოითხოვს

ქუთაისში, მერიის შენობასთან ხალხმრავლობაა. მოქალაქეები ქალაქიდან გასასვლელი საჭირო საშვების მისაღებად აქციას მართავენ. ადგილზე დარღვეულია სოციალური დისტანცია.

შეკრებილები ამბობენ, რომ მათ მიწები აქვთ დასამუშავებელი და ესაჭიროებათ ქალაქიდან გასვლა, მაგრამ საშვებისთვის რიგში დგომა უწევთ.
“ნაციონალური მოძრაობის” ქუთაისის ორგნაიზაციის წევრის, გიგა შუშანიას თქმით, მერია, პანდემიის საფრთხის ფონზე, თავად არღვევინებს მოსახლეობას დისტანციას და საფრთხეს უქმნის მათ.

მერიის აუდიტის სამსახურის უფროსის, ზვიად ჯავახიას განცხადებით, მერიის თანამშრომლები დილიდან მოუწოდებდნენ საშვის აღების მსურველებს სოციალური დისტანციის დაცვისკენ. მისი თქმით, საშვს ყველა მოქალაქე მიიღებს და ისინი სამეურნეო სამუშაოების განხორციელებას შეძლებენ.

ამ დროისთვის, მერიასთან დისტანციის დასაცავად ბარიერები იდგმება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები