ახალციხეში კორონავირუსის ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ახალციხის “ცხელების ცენტრში” მოთავსებულ ერთ პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა. დაავადებული კლინიკაში ახალციხის საკარანტინე ზონიდან გადაიყვანეს. მას სამცხე-ჯავახეთში კონტაქტი არავისთან ჰქონია. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” კლინიკა “იმედის” მენეჯერმა, მზია კაკოშვილმა განუცხადა.
“პაციენტს არანაირი სიმპტომი აღენიშნებოდა, თუმცა დადებითი პასუხი მოვიდა ანალიზზე. შეხება რეგიონში არავისთან ჰქონია, რადგან საკარანტინე ზონიდან გადმოიყვანეს გუშინ. ის უკვე გადაყვანილია გორში. ინფიცირებულს მოგზაურობის ისტორია აქვს”, – გვიყვება მზია კაკოშვილი.
ცნობისთვის, ამავე კლინიკაში კოვიდ-19-ზე ანალიზები მომუშავე პერსონალსაც აუღეს.
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსი პირველად 16 აპრილს დაფიქსირდა.