მარტვილის მუნიციპალიტეტში ამბულატორიის ექიმებს ინვენტარი გადაეცათ

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიამ, კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, სხვადასხვა სამედიცინო ინვენტარი შეიძინა, კერძოდ: რესპირატორები, დისტანციური თერმომეტრები, მრავალჯერადი გამოყენების სათვალეები, ფარები, სამედიცინო ხალათები, ბახილები, ქუდები და დეზინფექციის ხსნარი.

აღნიშნული ინვენტარი მუნიციპალიტეტის მერმა – ალექსანდრე გრიგალავამ მერის მოადგილესთან – აკაკი ხუნწელიასთან ერთად საზოგადოებრივ ჯანდაცვასა და  სოფლის ექიმებს გადასცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები