„პოსტ Covid -19-ის ეპოქაში ტურიზმის სექტორის აღდგენის სტრატეგიები“ – ვებინარი გაიმართება
29 აპრილს, 11:00 საათზე, გასტრონომიის, კულტურის, ხელოვნებისა და ტურიზმის საერთაშორისო ინსტიტუტის (IGCAT) ვებინარი – „პოსტ Covid 19“-ის ეპოქაში ტურიზმის სექტორის აღდგენის სტრატეგიები” გაიმართება. ვებინარს გაუძღვება გასტრონომიის, კულტურის, ხელოვნებისა და ტურიზმის საერთაშორისო ინსტიტუტის პრეზიდენტი დოქტორი დაიანა დოდი.
ორგანიზატორების ინფორმაციით, IGCAT-ის ვებინარი შეეხება ტურიზმის სექტორში „Covid 19“-ის გავლენის დაძლევის სტრატეგიებსა და მდგრადი განვითარების პერსპექტივებს როგორც ახლო, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში. ვებინარი სპეციალურად საქართველოში მოქმედი იმ ორგანიზაციებისა და პროფესიონალებისათვის არის განკუთვნილი, რომლებიც ტურიზმის და მასთან დაკავშირებულ სექტორებში, ასევე გასტრონომიისა და სერვისების მიწოდების სხვა სფეროებში ეწევიან საქმიანობას და/ან განსაზღვრავენ პოლიტიკას. ვებინარის მონაწილეთათვის გათვალისწინებული იქნება კითხვა-პასუხის ექსკლუზიური სესია.
ვებინარის დროს გაჟღერედება ის იდეები, ინიატივები და წარმატებული მაგალითები, რომლებიც ეფუძნება ევროპის წამყვანი გასტრონომიული რეგიონებისა და აღნიშნულ სექტორებში მოღვაწე პროფესიონალების გამოცდილებას.