კახეთი “მწვანე ზონის” სტატუსს ინარჩუნებს – ლუგარში გაგზავნილი 30 ახალი ნიმუშის პასუხი უარყოფითია

კახეთი “მწვანე ზონის” სტატუსს ინარჩუნებს – ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 30-ვე ნიმუშის პასუხი კოვიდ 19 -ზე უარყოფითია. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კახეთის განყოფილების ხელმძღვანლის თქმით, ნიმუშები აიღეს როგორც ცხელების ცენტრებიდან და საკარანტინე სივრცეებიდან, ასევე –  ანალიზი გაუკეთდათ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს.
“კახეთი კვლავ ინარჩუნებს ეპიდსიტუაციას და გუშინ აღებული 30 ნიმუშიდან ყველა მათგანზე ტესტირების შედეგი აღმოჩნდა უარყოფითი”, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.
ცნობისთვის, კახეთის რეგიონში 11 საკარანტინე ლოკაციაზე 594 მოქალაქე იმყოფება, ხოლო თვითიზოლაციაში 9 პირი რჩება.
საქართველოში კორონავირუსის 511 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან გამოჯანმრთელდა 156 და გარდაიცვალა 6 მოქალაქე. კარანტინის რეჟიმში 5085 პირი იმყოფება და სტაციონარში მეთვალყურეობას 558 პირი გადის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები