„ლექსო, არ დაიკარგები“ – ხალხური პოეზიის საიუბილეო საღამოს ვიდეოჩანაწერი

28 აპრილს, 20:00 საათზე, ფოლკლორის ცენტრი ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის ხალხური პოეზიის საიუბილეო საღამოს ვიდეოჩანაწერის II ნაწილის ჩვენებას გამართავს – ,,ლექსო, არ დაიკარგები“.
საიუბილეო საღამო, რომელსაც ტრადიციულად ფოლკლორისტები: ეთერ თათარაიძე და ამირან არაბული უძღვებიან, მთელ საქართველოს, ფოლკლორის ყველა დარგს მოიცავს.
„შოთა რუსთაველის აკადემიური თეატრის დიდ დარბაზში ხალხური პოეზიის საღამოს 40 წლის იუბილეზე შეხვდებით ძველ და დღემდე უცნობ მელექსეებს, იუმორის დიდოსტატებს, მომღერლებსა და მოცეკვავეებს
საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა 2008 წელს აღადგინა ხალხური პოეზიის საღამოები სათაურით – ,,ლექსო არ დაიკარგები“, – აღნიშნავენ ფოლკლორის ცენტრში.

საღამოს ვიდეოჩანაწერი 28 აპრილს ფოლკლორის ცენტრის „იუთუბის“ არხზე აიტვირთება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები