“თბილისის ზღვის ჰოსპიტალში” კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა

“თბილისის ზღვის ჰოსპიტლის” კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანლის, მარეხი ბექაიას განცხადებით, მათ კლინიკაში მყოფი 32 პაციენტიდან 30-ს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, ორი პაციენტის კვლევა კი გრძელდება და მათი პასუხები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

„კლინიკაში, ამჟამად, 41 პაციენტი იმყოფება. გუშინ 32 კვლევა გაიგზავნა და 30 უარყოფითი პასუხი მივიღეთ. 2 პაციენტის კვლევა, ჯერჯერობით, გრძელდება. გაწერილია 20 პაციენტი და 20 ახალი პაციენტი მივიღეთ, მათ კვლევებს ჩავუტარებთ. პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. ამ ეტაპზე, კლინიკაში მძიმე პაციენტი არ გვყავს. ამ დროისთვის, კლინიკაში 16 წლიდან ხანდაზმულ ასაკამდე პაციენტები გვყავს. 10 პაციენტია გასაწერი, მათი პასუხი უკვე მოსულია და როცა 2 პაციენტის პასუხი მოვა, ისინიც გაეწერებიან“, – განაცხადა ბექაიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები