კახა კალაძე: როგორც კი იქნება დარგის სპეციალისტების მხრიდან რჩევა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავებაზე, ეს ნაბიჯი მაშინვე იქნება გადადგმული

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, როგორც კი იქნება დარგის სპეციალისტების მხრიდან რჩევა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავებასა და აუცილებლობაზე, რა თქმა უნდა, ეს ნაბიჯი მაშინვე იქნება გადადგმული.

“რაც შეეხება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობას – ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვადევნებთ თვალს, თუ როგორ ვითარდება ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება. მერწმუნეთ, რომ როგორც კი იქნება დარგის სპეციალისტების მხრიდან რჩევა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავებასა და აუცილებლობაზე, რა თქმა უნდა, ეს ნაბიჯი მაშინვე იქნება გადადგმული”, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები